London International MUN conference 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
London International MUN conference 2026

London International MUN conference 2026

London International MUN conference 2026
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
19.02.2026
ხუთშაბათი
00:00
20.02.2026
პარასკევი
00:00
21.02.2026
შაბათი
00:00
22.02.2026
კვირა
00:00
23.02.2026
ორშაბათი
00:00
24.02.2026
სამშაბათი
00:00

აღწერა

შენი ქმედებისთვის, გადაწყვეტილებებისთვის და გამარჯვებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობები ყველანაირ საზღვრებს სცდება...

🇬🇧 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აგრძელებს ბრიტანეთის ლიდერ საგანმანათლებლო ცენტრებთან პარტნიორობას და შენთვის ბრიტანული შესაძლებლობების შექმნას.

იმისთვის რომ იმოქმედო, გადაწყვიტო და გაიმარჯვო!

✈ 2026 წლის თებერვალში, GAU-ს დელეგატები, გაემგზავრებიან ლონდონში, Queen Mary University of London-ში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე!

📅 კონფერენცია გაიმართება: 19-24 თებერვალს 2026!

◻ გაეროს მოდელირების კონფერენციაში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის, გაიგოთ მეტი გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების შესახებ.
◻ კონფერენციის განმავლობაში შეძლებთ განივითაროთ დებატებისა და მოლაპარაკების უნარები, იმუშაოთ გუნდურად და გამოავლინოთ ლიდერული პოტენციალი.
◻ ეს გამოცდილება დაგეხმარებათ მსოფლიოს რეალური გამოწვევების უკეთ გაგებასა და მომავალი კარიერისთვის საჭირო უნარების შეძენაში.

🤝 ლონდონი, როგორც მსოფლიოს გამორჩეული ფინანსური და კულტურული ცენტრი, ისტორიისაა და ინოვაციების უნიკალური შერწყმა მოგცემს დამატებით შთაგონებას და შესაძლებლობას ისწავლო, გაიზარდო და დაამყარო საერთაშორისო კავშირები შენს უცხოელ კოლეგებთან.

ლონდონის Queen Mary უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა შორისაა, რომელიც გამოირჩევა აკადემიური წარმატებებით, მრავალფეროვანებით და საერთაშორისო სტუდენტების მრავალრიცხოვნობით.

📢 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, GAU შეარჩევს 10 ახალგაზრდა ლიდერს!

🔵 მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები:
პროგრამის საფასური ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს - 1200 ევროს.

🔴 ხოლო ყველა სხვა, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის - 1400 ევროს.

💲 ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა, მათ შორის სავიზო მოსაკრებელს და მხარდაჭერას:
◻ პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
◻ ცხოვრებას ლონდონში 5 ღამის/6 დღე განმავლობაში;
◻ წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
◻ შიდა ტრანსფერს: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი;
◻ მოწვევას და სავიზო მხარდაჭერას დიდი ბრიტანეთის 6-თვიანი ვიზისთვის;
◻ ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
◻ ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
❌ თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს და სავიზო მოსაკრებელს;

🟦 GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლების დეკანების მიერ.
რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ

🟥 რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT

 საკონტაქტო ინფორმაცია: 577592092, 598721171

 რეგისტრაცია გრძელდება 20 ოქტომბრამდე!

ACT TO WIN!

ფოტო და ვიდეო

London International MUN conference 2026

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება