ექსკლუზიური პერფორმანსი აერთიანებს LOBODA-ს მთელ შემოქმედებით გზას — არტისტის პირველი ტრეკებიდან დაწყებული საერთაშორისო ჰიტებით დასრულებული, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მილიონობით ადამიანის ცხოვრების საუნდტრეკებად იქცა. შოუს კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ტექნოლოგიურად გამორჩეულ და შთამბეჭდავ სცენურ დადგმებს, რომლებზეც არტისტმა და მისმა გუნდმა ყოველდღიურად ექვს თვეზე მეტი იმუშავეს.
სვეტლანა ლობოდასთან ერთად სცენაზე გამოვა მისი უცვლელი კოლექტივი — ბალეტი უკრაინიდან და მუსიკოსები ლატვიიდან.
არ გამოტოვოთ LOBODA-ს უპრეცედენტო შოუ — არტისტის, რომელიც მთავარ ჰიტმეიკერად არის აღიარებული არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ჯილდოების მიხედვით, არამედ მილიონობით გულით.
