30 მაისს MEMO PROJECTS-ის ფარგლებში თბილისს ეწვევა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი – LIVA K საბერძნეთიდან. ამ დღეს Golden Tulip Design Tbilisi-ის ტერასა გრანდიოზულად გაიხსნება!
LIVA K – DJ და პროდიუსერი, რომელიც მალევე გახდა გლობალური ანდერგრაუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ბერძენმა არტისტმა დიდი მხარდაჭერა მიიღო ინდუსტრიის წამყვანი არტისტებისგან და მისი სეტები გაჟღერდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კლუბებსა და სივრცეებში. მისი მუსიკა აერთიანებს ენერგიულ აფრო-ჰაუსს ავთენტურ კლუბურ ჟღერადობასთან, სადაც მელოდიური ჰარმონია ერწყმის ემოციურ ატმოსფეროსა და ენერგიულ რიტმებს. LIVA K არის კლუბ Void-ისა და Mykonos-ის რეზიდენტი, რაც მას საშუალებას აძლევს მუდმივად დახვეწოს თავისი მუსიკალური სტილი და შექმნას ღამის დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილება. 2022-2023 წლებში LIVA K-მ მიიღო მიწვევა Volt Milano-ში, სადაც ის ყოველთვიურად წარადგენს თავის უნიკალურ ჟღერადობას ახალ აუდიტორიებს. LIVA K-ის შემოქმედების მხარდამჭერები არიან ისეთი არტისტები, როგორიცაა: Black Coffee, Innellea, Carl Cox, Blondish, Louie Vega, Tiesto, Kygo, Steve Angello, Diplo და ბევრი სხვა. ერთად შევქმნათ დაუვიწყარი საღამო.