,,ყველასათვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა,“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პატარა ჩემოდნის ჯადოსნურ სამყაროში ცოცხლდება. წითელქუდა ავადმყოფი ბებიის სანახავად მიემართება, თუმცა გზად მას მგელი ხვდება, რომელიც თავისი ცბიერებით გოგონას მოტყუებას ცდილობს. სწორედ აქედან იწყება უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც მონადირის გამოჩენით სრულდება.
სპექტაკლი ახალი ინტერპრეტაციით მოგვითხრობს ცნობილ ამბავს და გვახსენებს სიკეთის, გამბედაობის, სიფრთხილისა და თანადგომის მნიშვნელობას.’’
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.