წითელქუდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
წითელქუდა

წითელქუდა

წითელქუდა
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

ხანგრძლივობა:80 წუთი

ასაკი 6+

,,წითელქუდა“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც შარლ პეროს კლასიკურ ზღაპრულ სიუჟეტზეა დაფუძნებული. სცენაზე წარმოდგენილი ამბავი ერთის მხრივ თანმიმდევრულად მიყვება ავტორის ლიტერატურულ პირველწყაროს, მეორე მხრივ კი განსხვავებული და არაორდინალური დადგმის კულტურით გამოირჩევა.ერთგვარი შოუს ელემენტებითა და სიუჟეტის არაორდინალური გადაწყვეტით. ძირითადი ხერხემალი (დედა, წითელქუდა, ბებია, მგელი და მონადირე) უცვლელია, თუმცა შეცვლილია პერსონაჟების იმიჯი და ფუნქცია.

ფოტო და ვიდეო

წითელქუდა

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება