Სახალისო გარბენი: 7კმ, 300 ვერტიკალური მეტრი
სპრინტი: 10კმ, 700 ვერტიკალური მეტრი
ლისის სამთო გარბენი: 20კმ, 1,000 ვერტიკალური მეტრი
ლისის სამთო მარათონი: 42კმ, 2,250 ვერტიკალური მეტრი
ლისი ულტრა: 62კმ, 3,000 ვერტიკალური მეტრი - ლისი ულტრას ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ წინასწარი საკვალიფიკაციო განაცხადი (https://www.traillab.ge/lisi/ultra-application/) და გამოგზავნოთ დასადასტურებლად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.
ლისის სამთო ფესტივალის შემდეგ, რომელიც 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეჯიბრი იყო, 2025 წელს თრეილლაბი, თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს სამთო სირბილის ფედერაციასთან ერთად ბრუნდება განახლებული თავგადასავლებით!
ღონისძიება ტარდება 12 ოქტომბერს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. უკლებლივ ყველას ექნება შესაძლებლობა, თრეილრანინგი გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და აირჩიოს სასურველი დისტანცია 7-დან 62 კილომეტრამდე.
ფესტივალის ფარგლებში გარბენები ხუთ დისტანციაზე იმართება. ყველა დისტანციის სტარტი და ფინიში წოდორეთის დამშრალ ტბაზეა:
1. Სახალისო გარბენი: 7კმ, 300მ
2. სპრინტი: 10კმ, 700მ
3. ლისის სამთო გარბენი: 20კმ, 1,000მ
4. ლისის სამთო მარათონი: 42კმ, 2,250მ
5. ლისი ულტრა: 62კმ, 3,000მ
აქ კი დეტალურად თითოეული დისტანციის შესახებ:
Სახალისო გარბენი (7კმ, 300მ) ღონისძიების ყველაზე ხალხმრავალი და მხიარული შეჯიბრია. მარშრუტი სხვა დისტანციებისაგან საპირისპირო მიმართულებით მიემართება, მონაწილეებს ტყის ბილიკები და გადასალახი მდინარე, დიღმის ხევი ელოდებათ.
Სპრინტი (10კმ, 700მ)
10კმ-იანი სპრინტი ყველაზე სწრაფი დისტანციაა - წოდორეთის დამშრალ ტბას და მსხალდიდის ტბას შორის მანძილი მონაწილეებმა ორჯერ უნდა დაფარონ, წინ და უკან, და გზად ნათლისმცემლის მთაზეც გადაირბინონ.
ლისის სამთო გარბენი (20კმ, 1,000მ) წარმოადგენს კლასიკურ დისტანციას, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. 20კმ წრიულ მარშრუტი იწყება წოდორეთის ტბიდან და ტყიანი ბილიკებით გაივლის ნათლისმცემლის მთას, ლომის სერს, კვეთს ბევრეთის და დიღმის ხევებს და უკან წოდორეთის ტბისკენ ბრუნდება. Მონაწილეებს ელოდებათ თბილისის, თრიალეთის ქედისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები.
ლისის სამთო მარათონი (42კმ, 2,250მ)
მარშრუტი იმეორებს ლისის სამთო გარბენის პირველ ნაწილს. ლომის სერიდან ბევრეთის ხევში ჩასული მონაწილეები ისე ზემოთ, ამჯერად სათოვლიას ქედზე უნდა ავიდნენ ტაბარუკის გავლით, საიდანაც გადაიშლება მტკვრის ხეობის პანორამა, თრიალიეთის და თხოთის ქედების და რაც მთავარია კავკასიონის დაუვიწყარი ხედები. ბილიკი ქედს სრული 10 კილომეტრი მიუყვება, რის შემდეგაც უხვევს ქვემოთ დიღმის წყლის ხეობაში და ნაცნობი გზით ბრუნდება წოდორეთში.
ლისი ულტრა: (62კმ, 3,000მ) ნათლისმცემლის მთის, ლომის სერის, სათოვლიას ქედის გარდა ულტრა დისტანციის მორბენლები დიდგორის მონუმენტს, თრიალეთის ქედის ნაწილს, მდინარე ვერეს სათავეებს და ულამაზეს სოფელ ღვევასაც მოინახულებენ.
მონაწილეებმა გარბენის მოცემული საკონტროლო/საკვები პუნქტები უნდა გადაკვეთონ და მიაღწიონ ფინიშის ხაზს განსაზღვრულ დროის ლიმიტებში:
Სახალისო გარბენი - 03:00 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი
სპრინტი - 02:30 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი
ლისის სამთო გარბენი - 04:00 საათი - 2 საკონტროლო პუნქტი
ლისის სამთო მარათონი - 10:00 საათი - 4 საკონტროლო პუნქტი
ლისი ულტრა - 13:00 საათი - 6 საკონტროლო პუნქტი
ლისის სამთო ფესტივალის უკლებლივ ყველა გარბენი რეგისტრირებულია როგორც სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (International Trail Running Association ITRA https://itra.run), ასევე მონბლაბის ულტრა თრეილ მსოფლიო სერიის UTMB WORLD SERIES (https://utmb.world) მიერ. აქედან სამ გარბენს აქვს საერთაშორისო საკვალიფიკაციო სტატუსი:
ლისის სამთო გარბენი
ლისის სამთო მარათონი
ლისი ულტრა
გარბენის დეტალური წესები და მოთხოვნები განახლდება გარბენის ვებ გვერდზე: traillab.ge/lisi
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+