ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო
ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართება კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო.
2026 წლის 29 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ენ: თიკა ჯამბურია, ანი ბახტაძე, თიკა ფაცაცია, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, სალომე ბაკურაძე, გელა დონაძე, ანსამბლი „ალილო“, ზუკა ხუციშვილი, სოფო ხალვაში და ნიკო ბერიძე.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.
2011 წელს მუსიკალურ ცენტრს გადაეცა არქიტექტორ ვახტანგ ხმალაძის მიერ დაპროექტებული შენობა — „არტ-ცენტრი“.
დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი აჭარის რეგიონის წამყვანი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ეს უნიკალური სივრცე მასპინძლობს კონცერტებს, საოპერო სპექტაკლებსა და თეატრალურ შოუებს, რაც ფართო აუდიტორიის გემოვნებას აკმაყოფილებს სხვადასხვა ჟანრში. ცენტრი წარმოადგენს დინამიკურ პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტალანტებისთვის, იზიდავს როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს. მაღალი რეპუტაციითა და მდიდარი პროგრამებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.