ლილა ცხოვრების თამაში | გზა შინაგანი განახლებისკენ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლილა ცხოვრების თამაში | გზა შინაგანი განახლებისკენ

ლილა ცხოვრების თამაში | გზა შინაგანი განახლებისკენ

ლილა ცხოვრების თამაში | გზა შინაგანი განახლებისკენ
11B Bakhtrioni St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 500
advertising
ქართული

აღწერა

ექსკლუზიური ამბავი მოგიმზადეთ და 29 მარტს განითავისუფლეთ მთლიანი დღე, რადგან..
 დილის 11:00 საათზე ვიწყებთ ლილას თამაშს, რომელიც 11 საათი გაგრძელდება.

ლილა (Leela) საფუძვლად უდევს თანამედროვე ფსიქოლოგიურ და თვითშემეცნების პრაქტიკებს. თამაში დაფუძნებულია ვედანტურ და ტანტრულ პრინციპებზე, რომელთა მიხედვითაც სიცოცხლე არის "ლილა"—ღმერთის თამაშის გამოვლინება. ლილა არის მოგზაურობა, რომელიც გიწვევთ შინაგანი სისტემის სიღრმეების შესასწავლად და საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად.

 თამაში მოიცავს მუშაობას შინაგანი სისტემის 72 ძირითად მდგომარეობასთან, რომლებიც სათამაშო დაფაზეა წარმოდგენილი. მოთამაშე გადის სხვადასხვა დონეებს, აღმავლობითა და დაცემით, სხვადასხვა პორტალების გავლით. ამ მოგზაურობის მიზანი მარტივია და ამავდროულად ღრმა:
• გაათავისუფლოთ ცნობიერება შეზღუდვებისგან.
• გაიგო შენი პირადი მდგომარეობა მოცემულ მომენტში.
• გააცნობიერო ის სცენარები, რომლებიც გმართავენ.

 რას მიიღებ თამაშიდან?
• პირველ რიგში იმ ინფორმაციას, რაც გჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე, იმისთვის რომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები
• გათავისუფლდები იმ ილუზიებისგან, რომლებიც გაბრკოლებს
• გამოიკვლევ "მე"-ს და შეისწავლით ცნობიერების რუკას
• იპოვით კავშირებს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის.
• გაერკვევით შინაგან მდგომარეობებში და სიღრმეებში.

 რა არის საჭირო თამაშზე მოსახვედრად? კონკრეტული განზრახვა რაზეც გსურს მუშაობა. ღიაობა და სიმამაცე იმოგზაურო შინაგან სამყაროში.
 ადგილები შეზღუდულია, თამაშობს მხოლოდ 6 მონაწილე
დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/8jD6g

 ლილა არ არის მხოლოდ თამაში, ეს არის სარკე, რომელიც შინაგან სამყაროს დაგანახებს. თამაშის პროცესში მოთამაშეები გადაადგილდებიან დაფაზე. მათი გადაადგილება დამოკიდებულია კარმაზე, შინაგან მზადყოფნაზე და საკუთარ გადაწყვეტილებებზე. თითოეული უჯრა ასახავს ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობას, რაც მოთამაშეს ეხმარება თვითშემეცნებაში და მიმდინარე ცხოვრებისეული სიტუაციების ახლებურად დანახვაში.

ფოტო და ვიდეო

ლილა ცხოვრების თამაში | გზა შინაგანი განახლებისკენ

ადგილი

პრანა
პრანა
11B Bakhtrioni St., Tbilisi
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ჰაბი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება