„აგვისტოს ნათელი" - უილიამ ფოლკნერი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
„აგვისტოს ნათელი

„აგვისტოს ნათელი" - უილიამ ფოლკნერი

„აგვისტოს ნათელი" - უილიამ ფოლკნერი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძესთან.


 უილიამ ფოლკნერი ამერიკელი მწერალი იყო მისისიპიდან, წერდა რომანებს, მოთხრობებს, ლექსებსა და ესეებს. მის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება, რომელიც მისისიპიში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ფოლკნერმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ხშირად საკმოდ რთული აღსაქმელია, ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროზაიკოს-მწერლად ითვლება.


 ლექცია დაეთმობა მისი შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რომანს „აგვისტოს ნათელს”, რომელშიც ავტორი ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ, სოციალურ, ეგზისტენციალურ, მორალურ საკითხებს აზოგადებს, როგორებიცაა: სოციალური და რასობრივი დაყოფა სამხრეთში, დრო და მეხსიერება, მორალური არჩევანი და ცოდნა, გარდაუვალი მარტოობა და ტრაგედია. ლექციის ფარგლებში ვისაუბრეთ როგორც ავტორის ბიოგრაფიულ ელემეტნებზე ასევე, რომანის მრავალშროვან თემებსა და იდეებზე.


 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

„აგვისტოს ნათელი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება