Liga Tsu თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Liga Tsu

Liga Tsu

Liga Tsu
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით იწყება მინი ფეხბურთის ტურნირი- “Liga Tsu”. 

🔴 რეგისტრაციისთვის საჭიროა:

📌 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

📌 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

📌 მენეჯერის ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი ტელეფონის ნომერი.

‼️ გაითვალისწინეთ ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს მენეჯერი. გუნდი, რომელსაც მენეჯერი არ ეყოლება, ვერ შეძლებს ტურნირში მონაწილეობის მიღებას (მენეჯერი არ შეიძლება იყოს მოთამაშე).

🔴 რეგისტრაცია გაგრძელდება 10 აპრილის ჩათვლით.

🔴 გუნდში შეიძლება იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 10 მოთამაშე.

‼️გუნდების დარეგისტრირება სახელების მიხედვით აღარ იქნება შესაძლებელი. ჯგუფები განისაზღვრება თანმიმდევრობის მიხედვით. ‼️

🔴 რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ბმულზე და აგრეთვე მიმართეთ თქვენი ფაკულტეტის თვითმმართველობის ოთახს:

https://docs.google.com/.../1B86egVekV2maDJiHIy29.../edit...

▪️ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა- I კორპუსის 303 აუდიტორია;

▪️სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა- II კორპუსის 237 აუდიტორია;

▪️ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა- X კორპუსის (მაღლივი) 102 აუდიტორია;

▪️ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა- XI კორპუსის (განივი) 301 აუდიტორია;

▪️ იურიდიული ფაკულტეტი- II კორპუსის 236 აუდიტორია;

▪️ მედიცინის ფაკულტეტი- XI კორპუსის 347 აუდიტორია;

▪️ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი- III კორპუსის 018 აუდიტორია;

▪️ტურიზმის სკოლა - IX კორპუსის 101 აუდიტორია.

გისურვებთ წარმატებებს! 

ფოტო და ვიდეო

Liga Tsu

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება