აღწერა
თვითშეფასება მე-ს მიმართ განზოგადებით შეფასებით დამოკიდებულებას ეწოდება, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების გუნება-განწყობილებასა და ქცევაზე. ამასთანავე, იგი მოქმედებს ინდივიდუალური და სოციალური ქცევების სპექტრზეც
თვითშეფასება კავშირშია იმასთან, თუ როგორ შევიგრძნობთ და ვაფასებთ საკუთარ თავს და მოიცავს ჩვენს შეხედულებებს საკუთარი მიღწევების, უნარების, ღირებულებების, ფიზიკური ხატისა და სხვა ინდივიდებს შორის ჩვენი ადგილის შესახებ