LibertyCon Europe 2024 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

LibertyCon Europe 2024

რას უნდა ელოდოთ?  800-ზე მეტი დამსწრე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან; გამორჩეული ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები; პანელური დისკუსიები და ლექციები თავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე; 30-ზე მეტი თავისუფლების მხარდამჭერი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია; ახალი კავშირების შექმნისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. Early bird ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, გაიარეთ რეგისტრაცია ახლა და არ გამოტოვოთ სიახლეები ღონისძიების შესახებ - ერთად ვიაროთ #უშიშრადთავისუფლებისკენ!  რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://libertycon.net
LibertyCon Europe 2024
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

📢 ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება საქართველოში ჩამოდის! რიგით მეთორმეტე LibertyCon Europe 2024 წელს თბილისში ჩატარდება.
⌚ მოინიშნეთ თარიღი და შემოგვიერთდით 19-21 აპრილს!
 

ადგილი

თბილისი
თბილისი
Tbilisi, Georgia
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება