Liberte [Trigger Warning] თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გაუქმებულია
Liberte [Trigger Warning]

Liberte [Trigger Warning]

Liberte [Trigger Warning]
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 35
advertising
ქართული

აღწერა

ისინი დიდხანს გააგრძელებენ ჩვენამდე დაწყებულ ლაპარაკს, ჩვენს მერეც გააგრძელებენ და, იქნებ, მას მერეც, რაც ენებს დააჭრიან. მეტყველების ქურუმები - მთხრობელები სულ სხვა დროებიდან, - დროის დაკარგვის შიშის გარეშე, თითქმის უშიშრად; წამიერი მღელვარების ფონზე - მოკლე გათავებისას, ან სულაც გაუთავებლად, - რომელიმე მშვიდობიანი დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის პარალელურად, - ისტორიის სახსრებიდან წამიერად ამოვარდნის დროს, დროსთან ყველანაირი კავშირის გარეშე, სრულიად უდროოდ. როცა მოქმედების ვადა ამოეწურებათ, იტყვიან, “რევოლუცია”, მოიფიქრებენ მოქმედების ადგილს - ბასტილიის ციხეში, ზამთრის სასახლეში, თბილისში, თუ თაჰრირის გადავსებულ მოედანზე. 1789? 1917? 1989? 2011? რა მნიშვნელობა აქვს...

ფოტო და ვიდეო

Liberte [Trigger Warning]

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება