ლიბერალური პროპაგანდა - ონისე ოქრიაშვილის სთენდაფ სფეშალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლიბერალური პროპაგანდა - ონისე ოქრიაშვილის სთენდაფ სფეშალი
სხვა

ლიბერალური პროპაგანდა - ონისე ოქრიაშვილის სთენდაფ სფეშალი

40 წუთიან კომედიურ მონოლოგში ონისე შეეცდება აბსტრაქტული პროპაგანდისტული კონცეფციების დეკონსტრუქციას და ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ტრადიციულ ოჯახთან თანაცხოვრება, რომანტიული ურთიერთობების გამოცდილებები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძვრები. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოში სთენდაფ სფეშალი ჩაიწერება და დარელიზდება! არ გამოტოვოთ ადგილობრივი კომედიის ორი ისტორიული თარიღი: 30 და 31 მარტი. მთავარი პერფორმერის გამოსვლამდე, სტუმრებს ელით ანა სიხარულიძის და ირაკლი ჯაბუას სთენდაფ პერფორმანსი. ასაკობრივი შეზღუდვა - 18+ ღონისძიების ხანგრძლივობა - 1 საათი კომიკოსი: https://www.instagram.com/onise.ok/?hl=en გაერთიანება: https://www.instagram.com/standuptbilisi/?hl=en
ლიბერალური პროპაგანდა - ონისე ოქრიაშვილის სთენდაფ სფეშალი
31 Atoneli St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ონისე ოქრიაშვილი და Standup Tbilisi წარმოგიდგენთ: პირველი ქართულენოვანი სთენდაფ სფეშალი - ‘ლიბერალური პროპაგანდა.’

ფოტო და ვიდეო

ლიბერალური პროპაგანდა - ონისე ოქრიაშვილის სთენდაფ სფეშალი

ადგილი

თეატრი ათონელზე
თეატრი ათონელზე
31 Atoneli St., Tbilisi
"თეატრი ათონელზე" არის ძალიან პატარა თეატრი თბილისის ყველაზე ისტორიულ ადგილას. აქ შეგიძლიათ ნახოთ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, რომანტიკა, დეტექტივი და ასე შემდეგ უსასრულობამდე! თეატრში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს, მაგრამ მიუხედავად მცირე ასაკისა, მათი მსახიობობა უკვე შეძლებს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას. აქ ყველა სპექტაკლი გააზრებულია უმცირეს დეტალებამდე, ამიტომ არის მათში გარკვეული სულისკვეთება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.