ლია ახეჯაკოვა
თეატრი

ლია ახეჯაკოვა

თარიღი: 31 მაისი, 1 ივნისიდასაწყისი: 19:00ბილეთის ფასი: 50 ლარიდან
ლია ახეჯაკოვა
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
რუსული

აღწერა

"ჩემი შვილიშვილი ბენჟამინი"არის საოცრად მტკივნეული ისტორია ოჯახური ურთიერთობების შესახებ.მთავარი გმირი ესთერი წარსულის მოგონებებით ცხოვრობს,მის მეხსიერებაში არის ტრადიციები დამახსოვრებული ბავშვობიდან.ძლიერი და მიჩვეული,რომ ყველას ყველაფერს თავად უწყვეტს.დიდხნიანი წარუმატებელი ძებნის შემდეგ,როგორც იქნა პოულობს მისი შვილისთვის საცოლეს...

„შვილების“კლასიკური წინააღმდეგობა მშობლის მიმართ,ეყრდნობა სასაცილო და ამავდროულად ამაღელვებელ ისტორიას დედობრივი სიყვარულის შესახებ,რომელსაც შეუძლია შექმნას რაღაც ლამაზი და ამავე დროს გაანადგუროს გარშემო ყველაფერი.

80-იანი წლების ბოლოს ლუდმილა ულიცკაიას მიერ დაწერილი მხიარული და ამავდროულად შემაშფოთებელი ამბავი დღესაც არ კარგავს აქტუალობას-თაობათაშორისი ურთიერთობების,რასობრივი საკითხების და ადამიანის სულის სშესახებ,რაც  ყოველთვის საინტერესო არის და იქნება მაყურებლისთვის.

მაყურებელთა დაჟინებული თხოვნით, ლეგენდარული ლია ახეჯაკოვა თბილისში  ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ლია ახეჯაკოვა

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.