9 მაისს, 18:00 საათზე, გეპატიჟებით გამორჩეულ მუსიკალურ საღამოზე, რომელიც ეძღვნება პოეტსა და ბარდს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და ბრძენ შემოქმედს - ბულატ ოკუჯავას.
ბულატ ოკუჯავა მოსკოვში დაიბადა. მამით ქართველმა, ბავშვობა და ყმაწვილკაცობა გაატარა თბილისში — ქალაქში, რომელიც სამუდამოდ ჩარჩა გულში, რაც აისახა მის შემოქმედებაში. მან და მისმა ოჯახის წევრებმა მძიმე წლები გადაიტანეს - რეპრესიები, მეორე მსოფლიო ომი, რომლის მონაწილეც თვითონ იყო. ოკუჯავამ გრძელი გზა გაიარა აღიარებამდე. ის იქცა მთელი ეპოქის - „სამოციანელების“ სიმბოლოდ, როდესაც სიტყვა და მუსიკა განსაკუთრებულად გულწრფელი და ღრმა იყო.
მაგრამ მისი სიმღერები მხოლოდ მუსიკა არ არის — ეს არის დახვეწილი პოეზია, ფიქრები ცხოვრებასა და სიყვარულზე, მეხსიერებასა და ადამიანურ ღირსებებზე. ეს სიმღერები გაჟღერებულია საკულტო კინოფილმებში და დღემდე პოულობს მსმენელის გულამდე მისასვლელ გზას.
საღამოზე შესრულდება ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კინოსიმღერები, რომლებიც ქმნიან თბილ და ლირიკულ ატმოსფეროს. ოკუჯავა — ეს გულით საუბარია, თაობების გამაერთიანებელი მოგონებები.
გამომსვლელები:
ლარისა ნოვოსელცევა, სვეტლანა ნოვოსელცევა, ანა გრიგი, ანდრეი კუზნეცოვი, გოგა ჭყონია, ვახტანგ აროშიძე და სხვები. თითოეული მათგანი ცნობილ სიმღერებს საკუთარ ხედვასა და ჟღერადობას შემატებს.
კონცერტი ჩატარდება რუსულ ენაზე.
ეს საღამო გახდება ნამდვილი მოგზაურობა პოეზიისა და მუსიკის სამყაროში, სადაც თითოეული სიმღერა — ეს არის ისტორია, თითოეული სტრიქონი — გულის გამოძახილი, ხოლო თითოეული შესრულება — ცოცხალი დიალოგი მსმენელთან.
გელოდებით, რათა ერთად შევეხოთ ბულატ ოკუჯავას მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას და გავატაროთ მაისის საღამო მუსიკის, მოგონებებისა და შთაგონების სამყაროში.