დიდი ხანია გინდათ D&D-ის თამაში? შემოგვიერთდით ჩვენს თავისუფალ მაგიდებთან! პარასკევს, 4 სექტემბერს, 18:30-ზე გელოდებით ლეგენდარული თამაშისთვის.
აი ლორიც:
ქალაქი კორუფციაშია ჩაფლული, ამიტომ სამუშაოს ბანდები იძლევიან! სპილენძის ქვაბიუზარმაზარი მეგაპოლისია, რომელიც ორთქლითა და მაგიით სუნთქავს და გიგანტურ კედლებს შორისაა მოქცეული. ქალაქმა თავისი სახელი მაშინ მიიღო, როცა აქ პირველად გამოიგონეს მადნის მაგიის დახმარებით იაფად დნობის მეთოდი.
მას შემდეგ ამ გიგანტურ „ქვაბში“ ერთმანეთში იხარშება კლასობრივი უთანასწორობა, იაფი არტეფაქტები და ქუჩის დანაშაული.
თქვენ ხართ ჯგუფი, რომელიც სპილენძის ქვაბის სამი ბანდიდან ერთ-ერთს ეკუთვნის. შეიძლება ახლა იწყებდეთ კრიმინალურ გზას, ან უკვე გამოცდილი ბანდიტები იყოთ, რომლებიც ბაზარში ადგილობრივ კომბოსტოს გამყიდველს აშინებენ. ასეა თუ ისე, თქვენ კრიმინალური სამყაროს ნაწილი ხართ — სამყაროსი, რომელიც თითოეულ ბანდაში თავისებურად ცხოვრობს.
თამაშის სისტემა: D&D 5e (2014)
დონეები: 1+
თავისუფალი ადგილები: 18 (3 მაგიდაზე)
მონაწილეობის მოთხოვნები: ადეკვატურობა, იუმორის გრძნობა და D&D-ის სისტემის მინიმალური ცოდნა.
მოდით! ითამაშეთ! გაერთეთ!