LET'S GET EMOTIONALLY CONNECTED IN MUSIC & DANCE თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
LET'S GET EMOTIONALLY CONNECTED IN MUSIC & DANCE

LET'S GET EMOTIONALLY CONNECTED IN MUSIC & DANCE

LET'S GET EMOTIONALLY CONNECTED IN MUSIC & DANCE
44, Aghmashenebeli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“ და სასტუმრო RED RADISSON TBILISI აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი სალონური შეხვედრების ციკლს, რომელსაც ერთობ მიმზიდველი შინაარსი გააჩნია.

სალონურ შეხვედრებს წარუძღვებიან, კონკრეტულ დღეს მოწვეული, განათლებული და თავიანთ სფეროში წარჩინებული პირნი.

ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, რომელიც გამუდმებით ბედნიერების ძიებაშია. სალონურ შეხვედრებზე განსაკუთრებული დრო მუსიკას დაეთმობა. მუსიკალური ბგერა ენერგიის ყველაზე ძლიერი გამტარია. მრავალ კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ მუსიკას გავლენა აქვს როგორც განწყობაზე, ასევე ადამიანის ტვინსა და სხეულზე.

2025 წლის 22 მარტს, "სალონურ შეხვედრების" საღამოს, სოლო პროგრამით, პიანისტი და მომღერალი-მშვენიერი სალომე გოცირიძე გახსნის.

საღამოზე მოწვეული სტუმარია, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ჰარმონიკით შთაგონებული და World Harmonica Challenge -ის გამარჯვებული, გაგი სვანიძე, რომელიც მსმენელისთვის განსაკუთრებულ კომპოზიციას შეასრულებს.

ყოველ შეხვედრაზე მოეწყობა ვიქტორინა -''რამდენად კარგად იცნობ თბილისს?“, სადაც სტუმრებისთვის გათამაშდება სხვადასხვა პრიზი. გამარჯვებული გახდება ის, ვინც სწორად უპასუხებს წამყვანის მიერ თბილისის ისტორიიდან და სხვადასხვა სფეროდან დასმულ შეკითხვებს.

ფოტო და ვიდეო

LET'S GET EMOTIONALLY CONNECTED IN MUSIC & DANCE

ადგილი

Radisson RED Tbilisi
მიიღეთ ისტორიის, კრეატიულობისა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის უნიკალური ნაზავი, აამაღლეთ თქვენი ყოფნა ახალ სიმაღლეებზე. ქალაქის ცენტრში, ჩვენი სასტუმრო მდებარეობს 100 წლის წინანდელ ფოსტის შენობაში, სიმბოლო დავით აღმაშენებლის გამზირზე. ჩვენი 111 ელეგანტური ოთახი და ლუქსი შთაგონებულია ისტორიული ელემენტების თამამ დიზაინთან შერწყმით. დაუვიწყარი კულინარიული მოგზაურობისთვის აღმოაჩინე საფირმო კოქტეილებისა და ქართული სპეციალობების შერწყმა Posta-ში. როგორც შინაურ ცხოველებზე მორგებულ სასტუმროს, შეგიძლიათ თქვენი კატა ან ძაღლი წაიყვანოთ თბილისურ თავგადასავალში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება