სიტყვის აკადემიის საზაფხულო ბანაკი კაჭრეთი ამბასადორში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სიტყვის აკადემიის საზაფხულო ბანაკი კაჭრეთი ამბასადორში

სიტყვის აკადემიის საზაფხულო ბანაკი კაჭრეთი ამბასადორში

სიტყვის აკადემიის საზაფხულო ბანაკი კაჭრეთი ამბასადორში
17, I. Shavteli Str.
ბილეთის ფასი
დან 1950
advertising
ქართული

განრიგი

29.06.2025
კვირა
09:00
1950

აღწერა

წარმოგიდგენთ ხუთ ვარსკვლავიან საზაფხულო ბანაკს 9-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის - კაჭრეთი ამბასადორში!

 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/HSAYbb26rCXiK8S77

 კაჭრეთის აკადემია - რეგიონში გამორჩეული, ცალკე მდგომი კომპლექსია, რომელიც სპეციალურად საბანაკე და საგანმანათლებლო მიზნებისთვის არის შექმნილი:

  •  თანამედროვე და კომფორტული ოთახები, მოსასვენებელი სივრცეები და სასადილო;
  •  საუკეთესო სპორტული კომპლექსი: ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, პადელი, ცხენოსნობა, ბოულინგი, გოლფი და მარათონი;
  •  უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოება და დაცვა, მუდმივი ვიდეომონიტორინგი;
  •  სამჯერადი კვება — უგემრიელესი და ჯანსაღი მენიუ;

 მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მათ სამომავლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს:

  •  დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადადგმა მხარდამჭერ გარემოში;
  •  ციფრული სამყაროსგან განტვირთვა და ნამდვილ ურთიერთობებში ჩართვა;
  •  ფსიქოლოგიისა და წიგნიერების ვორქშოფების ფარგლებში მნიშვნელოვანი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება;
  •  ისეთი სამეგობროების ფორმირება, რომლებშიც მოზარდებს ერთმანეთზე დადებითი გავლენა ექნებათ;
  •  თვითგამორკვევა, მიზნების სწორად დასახვა და პროფესიულ ინტერესებში ორიენტაცია;
  •  შემოქმედებით, სახალისო, გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებში, პერფორმანსებში, მუსიკალურ და მხატვრულ საღამოებში მონაწილეობა;
  •  აქტიურ სპორტულ პროგრამა და ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  •  დასვენება და განტვირთვა საუკეთესო გარემოში.

 ბანაკში მონაწილეობას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებიც იღებენ!

 ჩვენი მრავალრიცხოვანი გუნდი ზრუნავს ბანაკის ორგანიზების საუკეთესო ხარისხზე:

  •  მაღალკვალიფიციური, პასუხისმგებლიანი და დიდი საბანაკე გამოცდილების მქონე სტაფი;
  •  სამედიცინო პერსონალი 24/7;
  •  ლიდერთა გუნდი, რომელიც ინდივიდუალურად იცნობს თითოეული ბავშვის ხასიათს და ზრუნავს მათ ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე;
  •  გუნდის წევრები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან მონაწილეების მშობლებთან.

 მშობლებს ყოველდღიურად გაეგზავნებათ დღის პროგრამა და ფოტო-ვიდეო მასალა ბანაკიდან.

 და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო და დაუვიწყარი რამ!

 დეტალურად იხილეთ: https://wordacademy.ge/course/banaki/

 თარიღები: 29 ივნისი - 5 ივლისი (6 ღამე / 7 დღე)
 

 ბანაკის ღირებულება: (ბილეთის ღირებულება მოიცავს 1 მოზარდს)

 I კალათა (პირველი 50 რეგისტრირებული): 1950 ლარი

 II კალათა (51 რეგისტრირებულიდან ზემოთ): 2250 ლარი

 შესაძლებელია შიდა თქვენზე მორგებული განვადებით სარგებლობა.
 

 ასევე, შესაძლებელია თიბისისა და საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა ან ოთხ თვეზე განაწილების ფუნქციით გადახდა.

 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ადგილები სწრაფად ივსება.

 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 00 11 20

ასაკობრივი ზღვარი: 9-17 წელი

 

საიტი: https://wordacademy.ge/course/banaki/

FaceBook: https://www.facebook.com/wordacademy.ge

Instagram: https://www.instagram.com/wordacademy.ge?igsh=a3k3eXoxMmRsdHlj

 

ბანაკში მონაწილეთა ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია:

გასვლის ადგილი: რესპუბლიკის მოედანი (სასტუმრო რედისონის მიმდებარედ), 09:00 საათი

ფოტო და ვიდეო

სიტყვის აკადემიის საზაფხულო ბანაკი კაჭრეთი ამბასადორში

ადგილი

Ambassadori Tbilisi Hotel

სასტუმრო Ambassador Tbilisi-ი შესანიშნავი ხედებით, კომფორტული ნომრებითა და მაღალი კლასის სტანდარტების მქონე მომსახურებით

ამ ადგილის ყველა ღონისძიება