LESSA Drag Racing 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
LESSA Drag Racing 2025

LESSA Drag Racing 2025

LESSA Drag Racing 2025
21, Rustavi Racing Track
ბილეთის ფასი
დან 20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

კვირას, 4 მაისს, 14:00 არ გამოტოვოთ წლის ერთერთი ყველაზე დიდი ღონისძიება! 

betlive Racing Season 2025-ის ფარგლებში BCG რუსთავის ავტოდრომზე გეპატიჟებათ  LESSA Drag Racing 2025-ის ღონისძიებაზე 

 კლასიფიკაცია:

 FWD - წინა ამძრავი

 RWD - უკანა ამძრავი

 AWD - კვადრო

 RWD ატმო

 E - ელექტრო + ჰიბრიდი

 B კლასი (ამ ნომერზე თანხმობით 568 901 735)

 ONLINE რეგისტრაცია

(29 აპრილის ჩათვლით, 30-დან გვიანი რეგისტრაცია)

 აქვე შეგახსენებთ ჩვენს სპონსორებს, რომლების გარეშეც ეს დღე ვერ ჩატარდებოდა 

 betlive Racing Season 2025

 თბილისის მერია

ტრიბუნების წინ ასევე მოეწყობა ექსკლუზიური ავტომობილების  VIP პარკინგი  სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილები.

 VIP პარკინგის რეგისტრაცია

(30 აპრილის ჩათვლით)

 მედია აკრედიტაცია (30 აპრილის ჩათვლით):

შევხვდებით ავტოდრომზე

 დეტალურად წარმოგიდგენთ ზონებს და ბილეთებს:

 VIP ტრიბუნა სტარტთან - 60 ₾ (რაოდენობა შეზღუდულია  შედის ცენტრალური ტრიბუნის და VIP პარკინგის ბილეთიც  ზონის მიღმა პარკინგიც უფასოა  ყიდულობთ იმდენს, რამდენიც დასხდებით) შესასვლელთან მიხვალთ ცენტრალურ ტრიბუნასთან არსებულ ხიდზე გადასვლით  ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ VIP ტრიბუნა აეწყობა სტარტთან ახლოს და მისასვლელი ბილიკი არაა ასფალტის. ტრიბუნის წინ დამონტაჟდება ასევე დიდი LED მონიტორი 

_____________________________________

 VIP პარკინგი (ფეხით) - 40 ₾ (შედის ტრიბუნის ბილეთიც  10 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა  ზონის მიღმა პარკინგიც უფასოა ) შესასვლელთან მიხვალთ ტრიბუნასთან არსებულ ხიდზე გადასვლით 

 VIP პარკინგის ან VIP ტრიბუნის ბილეთის შეძენისას გადმოგეცემათ სამაჯური, რომელიც უნდა გაიკეთოთ კონკრეტულ ზონამდე. (გაუკეთებელით ვერ შეხვალთ)

_____________________________________

 ცენტრალური ტრიბუნა - 20 ₾ (10 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა  პარკინგიც უფასოა )

 

ფოტო და ვიდეო

LESSA Drag Racing 2025

ადგილი

Rustavi International Motorpark
რუსთავი არის სარბოლო ტრასა, რომელიც მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 20 კმ-ზე სწორი ხაზით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება