მოხარული ვართ დაგპატიჟოთ გამოფენის გახსნაზე.
პლატფორმა Georgian Objects-ისა და Gallery weseeitems-ის კოლაბორაციით შეიქმნა პროექტი “Less is More”. რომლის მთავარი იდეა არის, მხოლოდ ერთი ან ორი მასალის გამოყენებით შექმნილიყო საინტერესო და ფუნქციური ობიექტები ინტერიერისთვის - სკამი, სანათი თუ სხვა გამოყენებითი დანიშნულების ნივთი.
გახსნა: 4 აპრილი
დრო: 18:00–21:00
მისამართი: მოსკოვის გამზ. 13, კომბინატი
FINAL SHOW - საბოლოო ობიექტების გამოფენა
დიზაინერები წარმოადგენენ დასრულებულ და სრულად რეალიზებულ ობიექტებს, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს სხვადასხვა სტილისა და ხასიათის მქონე ნამუშევრებს - იდეიდან მათ სრულ რეალიზებამდე.
გამოფენა ამ ნამუშევრებს ერთიან ფიზიკურ სივრცეში აერთიანებს, სადაც მათი სტრუქტურა და დეტალების სიზუსტე განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება. თითოეული ობიექტი უნიკალურია და სპეციალურად ამ გამოფენისთვის არის შექმნილი.
მონაწილე დიზაინერები:
გიგა ქარელი
გიორგი მაღრაძე
ნინა ჩხეიძე
ნინი ათანეიშვილი
ლევან ყურშავიშვილი
თამთა გოცაძე
ნუკი ბოკუჩავა
იესე კობალაძე
კურატორი მარიამ წიკლაური