16 აპრილს, 19:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება.
ვახუშტი კოტეტიშვილი სახელობის ხალხური პოეზიის საღამო ,,ლექსო, არ დაიკარგები" გასულ საუკუნეში დაწყებული ტრადიციის გაგრძელებაა. ხალხური პოეზიის საღამო საქართველოში პირველად ზუსტად 45 წლის წინ, 1979 წლის 14 აპრილს, თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.
ზეპირსიტყვიერების საღამოს იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი იყო მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.