ლეონარდო და ვინჩი — ადამიანი, რომელმაც საზღვრები არ იცოდა
ინჟინერი და მოქანდაკე, ფიზიკოსი და კარიკატურისტი, ასტრონომი და მათემატიკოსი — თუმცა ლეონარდო და ვინჩი ყველაზე მეტად, როგორც მხატვარი და გამომგონებელი, გვახსოვს.
მას ხშირად რენესანსის უნივერსალურ ადამიანად მოიხსენიებენ. მისი უსაზღვრო ინტერესები, მრავალმხრივი ნიჭი და იდუმალი ჩანაწერები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს.
ლექციაზე გაიგებთ:
როგორ შეძლო ლეონარდომ ამდენი უნარის განვითარება და რომელს ანიჭებდა ყველაზე დიდ მნიშვნელობას;
რომელი მითების ჯერ კიდევ გვჯერა და რომელი ნაკლებად ცნობილი ფაქტები იმსახურებს მეტ ყურადღებას;
როგორ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და რატომ გახდა სწორედ „მონა ლიზა“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატი;
როდის გაუღიმა მას ბედმა და რატომ ვუწოდებთ მას გენიოსს არა მხოლოდ მრავალმხრივი ნიჭის გამო.
ლექციას წაიკითხავს ფაშა როსტი — მხატვარი, ილუსტრატორი და ფლორენციის ხელოვნების აკადემიის აკადემიური ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.