2 იანვარს - გაატარე ბედობის ღამე - ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია და ჩვენი ბენდის სოლო კონცერტზე - Mono Hall-ში და დაიბედე პოზიტიური და ხალისიანი განწყობა.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.
საცეკვაო მუსიკის ენერგეიული მუხტით, საღამოს დიჯეი, Dicho შეავსებს.