4 ივლისს - Mono Hall ბათუმში, ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერლის - ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“-ს სოლო კონცერტი გაიმართება.
ლელა წურწუმია ქართული პოპ-მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია და ის ქართველი მსმენელისთვის, ყველა დროის საყვარელი მომღერალია. მუსიკოსის ადრეულ 90-იანებში დაწყებული შთამბეჭდავი კარიერა, ყველასთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კონცერტებთან ასოცირდება. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩევა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო მისი სიმღერები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ყველა თაობის მსმენელში.
21:00 - კარის გახსნა
23:30 - კონცერტის დასაწყისი
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.