დავიწყოთ ახალი წელი ლექციით მე-20 საუკუნის მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურაზე — ელზა სკიაპარელზე და მის ლეგენდარულ მოდის სახლზე.
შეხვედრაზე გაიგებთ:
- ცნობილ დიზაინერებს, ელზა სკიაპარელსა და კოკო შანელს შორის დაპირისპირებისა და „ომის“ შესახებ;
- სკიაპარელისა და სალვადორ დალის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების შესახებ;
- იმ პრაქტიკულ და ინოვაციურ იდეებზე, რომლებიც სკიაპარელმა მიანიჭა მოდის ინდუსტრიას და რომლებიც დღემდე გამოიყენება;
- სამკაულებზე და აქსესუარებზე, რომლებმაც სკიაპარელს უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო და აუდიტორია შოკში ჩააგდო;
- ლეგენდარულ სუნამოს ფლაკონზე, ქალის ტორსის ფორმით, რომელმაც დიდ ხმაური გამოიწვია, მათ შორის 21-ე საუკუნეშიც;
- და მოდის სახლის ისტორიაზე.
ლექციას გაუძღვება ეკატერინე გრინევიჩი – ხელოვნების ისტორიკოსი, ლექციების ავტორი მოდის სახლებზე, სამკაულის ბრენდებზე და ხელოვნებაზე, რომელსაც 5 წელზე მეტი გამოცდილება აქვს რუსეთში, თურქეთსა და სერბეთში.