გველი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პერსონაჟია კაცობრიობის ფოლკლორსა და მითოლოგიაში, მაგრამ მისი როლი სხვადასხვაგვარია. ზოგ კულტურაში ის ბრძენი დამხმარეა, უბედურებისგან დამცველი და შთამომავლობის სიმბოლო. სხვაგან კი ის ვერაგი მტერია, სინათლისა და წყლის მყლაპველი, რომელსაც ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა სჭირდება. გველი ასევე ელვისა და ჭექა-ქუხილის სიმბოლოა – სტიქიებისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს აღაფრთოვანებდა და თან აშინებდა.
რისი სიმბოლოა გველი კავკასიის ხალხების კულტურებში? არის თუ არა ის მტერი თუ მეგობარი? დამხმარე თუ მოწინააღმდეგე? როგორაა ის დაკავშირებული წყალთან, წვიმასთან და ელვასთან? და როგორ შეცვალა მისი ეს როლი ქრისტიანულმა რელიგიამ წმინდანების სახეებით?
გველის წელიწადში, 16 იანვარს, ეთნოლოგ ვიტალი შტიბინთან ერთად ამ შეკითხვებზე ვიმსჯელებთ „აუდიტორიაში“ – საინტერესო იქნება!
ლექტორი: ვიტალი შტიბინი, ეთნოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრი, კავკასიოლოგი