ლექცია-ექსკურსია ალექსანდრე მესხისგან: „ბონსაის ესთეტიკა“
იცით თუ არა, რომ საქართველოში ბონსაის უძველესი ტრადიციაც არსებობს?
გეპატიჟებით ალექსანდრე მესხის ლექციაზე, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ბონსაის ხელოვნებით არის დაკავებული.
გაიგებთ ბონსაის ისტორიას, სტილებსა და ფორმებს.
როგორ და რისგან იქმნება ბონსაის ნერგი?
რომელი მცენარეებია ამისთვის შესაფერისი?
როგორ ყალიბდება ბონსაი და როგორ ხდება მისი მოვლა?
და რა თქმა უნდა — როგორ გავხადოთ იგი მართლაც ლამაზი?
ლექცია ჩატარდება განსაკუთრებულ სივრცეში — ბონსაის „მუზეუმში“, თბილ სათბურში, სადაც გამოფენილია მესხის უნიკალური კოლექცია.
ეს იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო ლექცია, არამედ თვალით ნახავთ ბუნებისა და ფორმის ნამდვილ პოეზიას.
ალექსანდრე სიამოვნებით უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას.