დინამო არენაზე, ერთმანეთს დინამო თბილისისა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრება.
შეხვედრის ორგანიზატორი Sports Orient-ია, მატჩის ოფიციალური წარმდგენი კი - Crocobet.
კარის გაღების დრო: 17:00 საათი
ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის!
ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა.
ინფორმაცია ეტლის მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ეტლით მოსარგებლე შშმ პირის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@tkt.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მეილზე უკუკავშირით დაგიბრუნდებით 72 საათის განმავლობაში.
Facebook: https://www.facebook.com/SportsOrient / https://www.facebook.com/crocobet
Instagram: https://www.instagram.com/sportsorient / https://www.instagram.com/crocobet_com/