19 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისში, დინამო არენაზე, ერთმანეთს დინამო თბილისისა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორივე გუნდის შემადგენლობაში თამაშში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრება.
შეხვედრის ორგანიზატორი Sports Orient-ია, მატჩის ოფიციალური წარმდგენი კი - Crocobet.
კარის გაღების დრო: 17:00 საათი