ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი

ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი

ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან145
ქართული

განრიგი

22.05.2026
პარასკევი
20:00
145

აღწერა

💡 22 მაისს აზროვნების აკადემიაში იწყება ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, ფილოსოფოსი ანა ქირია წარუძღვება.


ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე, უახლესი ქართული ლიტერატურის ჩამოყალიბებისა და ფორმირების კონტექსტში. მისი შემოქმედება მრავალშროვანია, რომელიც ერთდროულად მოიცავს, როგორც ფილოსოფიურ თემებსა და იდეებს, ისე ყოფით, ადამიანურ საკითხებს. მისი შემოქმედება შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სვამს შეკითხვას ადამიანის არსებობის, მისი ბუნებისა და ცხოვრების საზრისის შესახებ.


👉 ციკლის ფარგლებში, ვისაუბრებთ მისი შემოქმედებიდან ოთხ მნიშვნელოვან ტექსტზე, ესენია: „ანტონიო და დავითი", „ზებულონი", „იგი" და „ქარავანი", ციკლის ფარგლებში შევეცდებით მისი ტექსტების მრავალმხრივ გაანალიზებასა და იმ ფუნდამეტური საკითხების წარმოჩენას, რომლის გავრცობასაც ცდილობდა ავტორი, ტექსტებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ იმ ფუნდამენტურ ლიტერატურულ იდეებზე, რომელიც მოიცავს საკითხებს: იდენტობასა და თვითშემეცნების, გაუცხოებასა და ეგზისტენციალური არსებობის, ცოდნისა და ჭეშმარიტების ძიების შესახებ.


👇 ციკლში შემავალი სალექციო თემებია:

🔹 „იგი" - 22 მაისი

🔹 „მდგმური" - 29 მაისი

🔹 „ანტონიო და დავითი" - 5 ივნისი

🔹 „ქარავანი" - 12 ივნისი


შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების ლექციათა ციკლი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება