რატომ კითხულობენ ადამიანები დეტექტივებს? ამ კითხვაზე პასუხი ბევრად ხსნის Agatha Christie-ის პოპულარობის ფენომენსაც.
ის მსოფლიოში ყველაზე მეტად ნათარგმნი მწერალია. მისი წიგნები უკვე ას წელზე მეტია იკითხება, ხოლო პიესა The Mousetrap დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდს თეატრალურ სცენაზე ყველაზე ხანგრძლივი დადგმისთვის. რატომ მუშაობს მისი ისტორიები დღესაც? ამის გარკვევას შევეცდებით აგათა კრისტის შესახებ ლექციაზე შაბათს, 21 მარტს, 18:00 საათზე.
ლექციაზე ვისაუბრებთ:
რატომ გვხიბლავს მისი ცნობილი პერსონაჟები — Hercule Poirot და Miss Marple?
როგორ უნდა ვრეაგიროთ ღალატზე?
რატომ უნდა გათხოვდე არქეოლოგზე?
სად ვიპოვოთ ბერძნული მითები აგათა კრისტის სიუჟეტებში?
კრისტის მეთოდი — როგორ არჩევდა ის მკვლელს?
რა იყო აგათა კრისტის ყველაზე საშინელი სიზმარი?
და რა უნდა გააკეთოთ, თუ მეუღლესთან ერთად შუაღამისას ჩამოხვედით ბათუმში, წვიმს, და Orbi ჯერ კიდევ არ არის აშენებული?
კოქტეილები, ღვინო, ლუდი და ინფუზიები
ცოცხალი მუსიკა და ღონისძიებები
ბილიარდი და ფუსბოლი
მყუდრო ატმოსფერო
