პარასკევს საღამოს გიწვევთ საუბარზე დროის შესახებ — მის მნიშვნელობასა და ჩვენს ცხოვრებაზე გავლენაზე. გავიგებთ, როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ადამიანები დროს და როგორ მოქმედებს ეს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა და სოციალურ ურთიერთობებზე.
ცოტას შევეხებით თეორიას და თავისუფალ ფორმატში ვისაუბრებთ:
• დროის რელატივობაზე — პოლიქრონულ და მონოქრონულ კულტურებზე (და იმ საათებზე, რომლებიც თბილისში სხვადასხვა დროს აჩვენებენ).
• თაობათა კონფლიქტის მიზეზებზე — ვისი დროა ახლა და როდის დადგება ჩვენი, როგორ და რატომ გაჩნდნენ ახალგაზრდა მილიონერები. სხვადასხვა თაობა განსხვავებულად აღიქვამს წარმატებას, ცხოვრების ტემპსა და შესაძლებლობებს.
• თუ „დრო ფულია“, როგორ შეიძლება მისი „მონეტიზაცია“? სამუშაო და სადღესასწაულო დროის დაპირისპირებაზე (პროფანული/საკრალური Émile Durkheim-ის მიხედვით). განვიხილავთ იდეას, რომ დრო შეიძლება იქცეს რესურსად, რომელიც შრომის მეშვეობით „იყიდება“.
• დროს როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტს — „სოციალურ მეხსიერებას“ და იმას, თუ როგორ ყოფს საზოგადოებას წარსულზე ან მომავალზე ორიენტაცია.
და, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პროგრესის დადებით და უარყოფით მხარეებს დროის და მისი მნიშვნელობის ჭრილში.
მოდით პარასკევს და აზრიანად გაატარეთ თქვენი დრო!
შეხვედრას გაუძღვება Veronika Tselishcheva — სოციალური ანთროპოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი, Peter the Great Museum of Anthropology and Ethnography-ს დოქტორანტი, ანტიკოლონიური პრაქტიკების მკვლევარი და კროსკულტურული კომუნიკაციების ლექტორი.
🗓 17 აპრილი, 19:00
📍 ბეთლემი, 23
შესვლა — ნებისმიერი დონაცია
რეგისტრაცია — ბმულით პროფილში