ფიზიკოს თამაზ ხუნჯუას ლექცია
„რას ნიშნავს კვანტური მექანიკის გაგება?“**
კვანტური მექანიკა ხშირად მიიჩნევა მეცნიერების ისტორიაში ყველაზე „გაუგებარ“ თეორიად. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მისი გაგება შეუძლებელია — მხოლოდ ფორმულების დამახსოვრება და მათი გამოყენების სწავლა შეიძლება. მაგრამ მართლა ასეა?
ლექციაზე განვიხილავთ, რას ნიშნავს საერთოდ ფიზიკური თეორიის „გაგება“ და რატომ შეიქმნა სწორედ კვანტური მექანიკის გარშემო პრინციპული იდუმალების აურა.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ თანამედროვე კონტექსტს: კვანტურ კომპიუტერებს, კვანტურ ჩახლართულობას და იმას, თუ როგორ იქცევა აბსტრაქტული იდეები მოქმედ ტექნოლოგიებად. თქვენ ნახავთ, რა წარმოდგენები დგას კვანტურ სამყაროზე რეალური მოწყობილობების უკან — და რატომ არ არის მათი შექმნისთვის მისტიკური აზროვნება საჭირო.
