5 აპრილს ურბანისტი არქადი გერშმანი გიწვევთ შეხვედრაზე, რათა ერთად „დავშალოთ“ თბილისი დეტალებად. ეს არ არის ლექცია იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდადაა ყველაფერი — ეს არის საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია მსოფლიო გამოცდილებასა და მარტივ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქალაქში გასეირნება უფრო სასიამოვნო გახადოს, ხოლო ქუჩები — უფრო ადამიანური.
🔎 რაზე ვისაუბრებთ:
● რატომ არ არის ქვეითთა გადასასვლელები მანქანებისთვის დაბრკოლება, არამედ საცობების შემცირების ერთ-ერთი გზა;
● რატომ აბრუნებენ თანამედროვე ქალაქები ტრამვაიებს და აქვს თუ არა მათ შანსი თბილისში;
● როგორ შეიძლება ეზოები ცხოვრების, თამაშისა და ურთიერთობის სივრცედ გადაიქცეს და არა უბრალოდ ავტოსადგომად;
● და რატომ კამათობენ ხანდახან ყველაზე პროგრესული ურბანისტებიც კი ველობილიკების შესახებ.
გელოდებათ გულწრფელი და მოულოდნელი საუბარი ქალაქების მომავალზე, მსოფლიო პრაქტიკის განხილვა და პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც უჩნდება ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უცდია თბილისში ეტლით ან უბრალოდ ფეხით გასეირნება.
მოდით „ახალი ხედვისთვის“, საინტერესო ისტორიებისა და არაფორმალური კომუნიკაციისთვის. ვისწავლოთ, როგორ გავიგოთ უკეთ ის ქალაქი, რომელიც გვიყვარს.
არქადი გერშმანი — ურბანისტი და YouTube-არხის **„Город для людей“ („ქალაქი ადამიანებისთვის“) ავტორი. ის საუბრობს იმაზე, როგორ მუშაობენ ქალაქები: რატომ არის ზოგი ქუჩა მოსახერხებელი და უსაფრთხო, ზოგი კი — არა; რატომ არის საჭირო ტრამვაიები, ველობილიკები და კარგი საზოგადოებრივი სივრცეები.
15 წელზე მეტია ის იკვლევს ურბანულ გარემოს, მონაწილეობს ეროვნული სტანდარტების შემუშავებაში და კონსულტაციას უწევს ქალაქებს. მისი მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს უკეთ გაიგონ საკუთარი ქალაქი და ის, როგორ შეიძლება გახდეს იგი უფრო კომფორტული ცხოვრებისათვის.
