🌺 19 ივნისს ინარნარეთ ჰიბისკუსთან ერთად!
Noble Savage და Hibiscus წარმოგიდგენთ ღონისძიებების ახალ სერიას.
19 ივნისს, Noble Savage-ის სივრცეში, ლაივ პერფორმანსით წარდგება ფრანგი არტისტი Lecomte de Brégeot — მუსიკოსი, რომლის შემოქმედებაც დაკავშირებულია მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან სახელებთან და საერთაშორისო ბრენდებთან.
მის მუსიკას იყენებდნენ ისეთი ბრენდები და პლატფორმები, როგორებიცაა Yves Saint Laurent, Balenciaga, Vogue, ELLE, Moët & Chandon, Giorgio Armani, Roberto Cavalli, Nina Ricci, NARS და Netflix.
Lecomte de Brégeot-ის მუსიკა აერთიანებს ელექტრონულ, new wave-ისა და EBM-ის ელემენტებს, მელოდიურ სინთებს, ნოსტალგიურ ატმოსფეროსა და ემოციურ ვოკალურ ხაზებს. მისი პერფორმანსები ქმნის იმ განსაკუთრებულ განწყობას, რომელიც მოდის, ხელოვნებისა და ელექტრონული მუსიკის სამყაროს შორის საზღვრებს შლის.
საღამოს ასევე დაუკრავენ:
• TRUE CONFORMIST
• NIKUSHA TEN
• NIKA CHIKOVANI
📍 Noble Savage, Tbilisi
🕚 დასაწყისი: 23:00
🚀Face and age control