20 სექტემბერს Queenstbilisi კიდევ ერთხელ გაგიღებს კარს სამყაროში, სადაც მუსიკის ბგერები გულამდე აღწევს. ჩვენთან ბრუნდება არტისტი, რომელმაც უკვე დატოვა თავისი კვალი ჩვენს ემოციებში.
LEBLANC
https://www.instagram.com/leblanc?igsh=MWNsN25uM2JpejF5dQ%3D%3D
ფრანგი მაესტრო, რომლის შემოქმედებაში მელოდიური ტექნო და სიმფონიური მუსიკა ერწყმის ერთმანეთს ისე, თითქოს საუკუნეების განმავლობაში ამ შერწყმას ელოდა მსოფლიო. მისი კომპოზიციები ჰგავს მოგზაურობას კინემატოგრაფიულ სივრცეში — სადაც ერთი ბგერა შეგახსენებს ბეთჰოვენის დიდებულებას, ხოლო შემდეგი ბიტი აღმოგაჩენს ცეკვის ეპიცენტრში.
კლასიკური მუსიკის ემოციური სიღრმე, შერწყმული ტექნოს თანამედროვე ენერგიასთან — ორი თითქოს განსხვავებული სამყარო, მაგრამ Leblanc-ის მაგიით ისინი ერთი მთლიანი, ჰიპნოზური გამოცდილება ხდება.
ბავშვობიდან ფორტეპიანოსთან გაზრდილმა, 16 წლიდან დაიწყო ელექტრონული მუსიკის წერა, თან პარალელურად ქმნიდა სიმფონიურ ნაწარმოებებს. ეს ორმაგი ვნება გახდა მისი ხელწერის საფუძველი — ნაზი მელოდიები, რომელსაც თან ახლავს ძლიერი რიტმები, სივრცეს ავსებს ჯადოსნური ატმოსფეროთი.
მისი შემოქმედება უკვე აღიარეს ისეთმა სახელებმა, როგორებიც არიან Anyma, Apashe, Argy, Adriatique, NTO და Worakls.