თუ გსურთ გოლფის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა, “თბილისი ჰილსის” Green Card კურსი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია!
Green Card კურსი გოლფის შემსწავლელი 3 დღიანი პროგრამაა დამწყებთათვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ აიღოთ ხელში გოლფის ჯოხი, გაეცნოთ ყველა წესსა და ეტიკეტს და მიიღოთ გოლფის თამაშის უნიკალური გამოცდილება საქართველოში ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედნებზე.
კურსები ტარდება PGA-ს კვალიფიცირებული ინსტრუქტორის მიერ და გრძელდება სამი დღე:
პარასკევი - 16:00-19:00
შაბათი - 10:00-13:00
კვირა - 14:00-16:00
პირველი ორი დღე სრულად ეძღვნება გოლფის საფუძვლებსა და დარტყმის ტექნიკის დაუფლებას.
მესამე დღეს გაეცნობით თამაშის ოფიციალურ წესებსა და ეტიკეტს, შემდეგ კი პროფესიონალურ მოედანზე თქვენს პირველ მოკლე რაუნდს ითამაშებთ!
კურსის ღირებულება - 590 ლარი, რომლის გავლის შედეგად მიიღებთ:
- გოლფის საერთაშორისო სერტიფიკატს;
- 30 დღიან უფასო თამაშს (მხოლოდ 9 მოედანზე);
- გოლფის აღჭურვილობას;
- სავარჯიშო ბურთებს (20 ბურთი დღეში);
სპეციალური შეთავაზება:
*მხოლოდ Liberty Studio Visa-ს ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება და დამატებით 30 დღე უფასო თამაში (ჯამში 60 დღე).
*ნებისმიერი VISA ბარათის მფლობელებისთვის კი, მხოლოდ 30 დღიანი დამატებითი უფასო თამაში ფასდაკლების გარეშე (ჯამში 60 დღე).
Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი შედის კონტინენტური ევროპის ტოპ 100 გოლფის მოედანში.