18 სექტემბერს RED Yard ლათინური ცეცხლით აინთება!
მოემზადეთ დაუვიწყარი საღამოსთვის, სადაც თქვენს განწყობაზე გამორჩეული პროექტი Fiera იზრუნებს: სალომე ყორღანაშვილი, პერკუსიის მაგია და საქსოფონის ცოცხალი ხმა.
სცენას გაანათებს შესანიშნავი ინდირა რეიესის ცეცხლოვანი ლათინური ცეკვები.
დაგხვდებათ მისასალმებელი ტეკილა შოთები, ლათინურ ამერიკული გემრიელი მენიუ, ბრაზილიური ლიმონათი და ექსკლუზიური კოქტეილების არჩევანი სპეციალურ ფასად.
საღამოს შეავსებს თემატური დეკორაციები და პროფესიონალური ფოტო გადაღება, რომ საღამოს ემოციები დიდხანს გაგყვეთ.