13-16 თებერვალს, თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ ოთხდღიან მოგზაურობას სამეგრელო-სვანეთში. ტურის მთავარი აქცენტი უძველეს სვანურ დღესასწაულს „ლამპრობას" უკავშირდება.
14 თებერვლის „ლამპრობა“ უძველესი, შთამბეჭდავი და მისტიკური სვანური რიტუალია. 4 დღიანი თავგადასავლის მეგზურები ისტორიის დოქტორი, ბუბა კუდავა და მუსიკოსი აჩიკო გულედანი იქნებიან.