მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ფერწერული ისე გრაფიკული არა ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა გამოფენილი. მათ შორისაა 1940 წელს შესრულებული ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტეტი
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
Lado Gudiashvili Street 11, Tbilisi
ლადო გუდიაშვილის ფონდი მდებარეობს, საქართველოში, ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას. საგამოფენო დარბაზში პერიოდულად იცვლება მხატვრის ექსპოზიცია და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს. ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა საგამოფენო სივრცეა, რაც ვიზიტორს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს გუდიაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენები და გაეცნოს სხვადასხვა პროგრამას და ღონისძიებას.