მთავარ როლში: ვახტანგ ნოზაძე
მონაწილეობენ: გურამ ბერეკაშვილი, სოფო მეძმარიაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ქვრივიშვილი, თორნიკე ბელთაძე, ბექა ქავთარაძე ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი. კახა გაბელაია.
დასაწყისი: 20:00. თეატრის შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება!
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი მდებარეობს რუსთაველის გამზირის №19-ში. ეს 1974 წელს დაარსებული სახელმწიფო "მეტეხის თეატრის" (2007 წლიდან - "გლობუსი") მემკვიდრეა. ჩვენი რეპერტუარი მრავალფეროვანია. დარბაზი 40 მაყურებელს იტევს. ეს სრულიად არ ზღუდავს საინტერესო სივრცობრივ სანახაობას. კამერული სივრცე და მაყურებლისა და მსახიობების სიახლოვე განსაზღვრავს თამაშის წესებს: "მსახიობის ხელოვნება მაყურებლის ხელის გულზე". სამხატვრო ხელმძღვანელია მიხეილ მრევლიშვილი.