იან ფრენკელის კვარტეტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Top Sale
იან ფრენკელის კვარტეტი

იან ფრენკელის კვარტეტი

იან ფრენკელის კვარტეტი
12 Erekle Tatishvili , Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 120
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

01.06.2025
კვირა
22:00
120 ₾ - 240
120 ₾ - 240
ვრცლად

აღწერა

კლასიკური ჯაზის ენერგიულობის და თანამედროვე ელემენტების შერწყმა იან ფრენკელის კვარტეტისგან

იმპროვიზაცია, დახვეწილი რიტმი და სვინგი — უნიონ ჯაზ ბარი იან ფრენკელის კვარტეტის საღამოზე გეპატიჟებათ. ეს ეკლექტიკური ჯგუფი თქვენი საყვარელი ჯაზისა და პოპის ჰიტების ახლებურ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ. ნიუ ორლეანის გრუვებიდან ბიბოპამდე, ბლუზიდან ფიუჟენამდე და ბრაზილიურ რიტმებამდე — იან ფრენკელის მუსიკა საზღვრებს არ ცნობს 

როგორც ნიჭიერი კომპოზიტორი, იანი საკუთარ ორიგინალურ მუსიკასაც შეასრულებს. მისი თითოეული კონცერტი — უნიკალური გამოცდილებაა

არ გამოტოვოთ შანსი იგრძნოთ ჯაზის რიტმი, ვნება და მაგია! 

 იან ფრენკელი – ფორტეპიანო

მიხეილ მინეევი – საქსაფონი

ირაკლი დოლიძე – ბას-გიტარა

ირაკლი ჭოლაძე – დასარტყამი

+ სპეციალური სტუმარი

19:00-21:00 – უნიონში მოქმედებს 1+1 შერჩეულ კოქტეილებზე\

როგორ დაჯავშნოთ მაგიდა ჯაზის საღამოსთვის უნიონ ჯაზ ბარში?

თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა და უზრუნველყოთ იდეალური ადგილი ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოსთვის.

როგორ მუშაობს ჯავშანი დეპოზიტით?

  1.  განსაზღვრეთ სტუმრების რაოდენობა - გთავაზობთ მაგიდებს 4, 3 ან 2 სტუმრისთვის.
  2.  ფასი შედგება დეპოზიტისგან, რომელის ღირებულებაა 60 ლარი ერთ ადამიანზე. ამ თანხის დახარჯვა შესაძლებელია მენიუდან ნებისმიერ პოზიციაზე - კერძებსა თუ სასმელზე.
  3.  მობრძანდით და ისიამოვნეთ! – თქვენი მაგიდა დაჯავშნილია და გელოდებათ ცოცხალი ჯაზის, საფირმო კოქტეილების და დახვეწილი სამზარეულოს საღამო.

მნიშვნელოვანია: ჩვენ არ ვყიდით კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს. ეს ჯავშანი დეპოზიტით გარანტიას გაძლევთ რომ დაგხვდებათ თქვენი მაგიდა. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ თქვენს დეპოზიტს დახარჯვთ მენიუდან ნებისმიერ პოზიციაზე - კერძებსა თუ სასმელზე.

ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ჯავშნისა და დეპოზიტის გარეშე და დატკბეთ ჯაზის ატმოსფეროთ ბართან.

 დაჯავშნეთ მაგიდა ახლავე და შეიგრძენით ჯაზის მაგია!

ფოტო და ვიდეო

იან ფრენკელის კვარტეტი

ადგილი