სოფიო მურუსიძის კვარტეტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სოფიო მურუსიძის კვარტეტი

სოფიო მურუსიძის კვარტეტი

სოფიო მურუსიძის კვარტეტი
12 Erekle Tatishvili , Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 120
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მოემზადეთ საღამოსთვის, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს!

სოფიო მურუსიძე არის ნამდვილი ჯაზ-ვოკალის ვირტუოზი — ის აერთიანებს ჯაზის ელეგანტურობას და თანამედროვე ჟღერადობას და ამით თითოეულ მსმენელს იპყრობს.

სოფიო ნიუ-იორკის The New School of Jazz and Contemporary Music-ის კურსდამთავრებულია — ეს ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელია.

სოფიო სწავლობდა გამოჩენილ პედაგოგებთან და მღეროდა ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების ანსამბლებში როგორებიც არიან რეჯი ვორქმენი, ბასტერ ვილიამსი, ბილი ჰარპერი და სხვ. ამ მსოფლიო დონის გამოცდილებას სოფიო უნიონ ჯაზ ბარში გაგვიზიარებს.

ნუ გამოტოვებ ამ საღამოს, სადაც ყოველი ნოტი საინტერესო ამბავს გვიამბობს.

შევხვდებით უნიონ ჯაზ ბარში! 

სოფიო მურუსიძე - ვოკალი

საბა ოკუჯავა – ფორტეპიანო

ირაკლი დოლიძე – ბას-გიტარა

რაკლი ჭოლაძე – დასარტყამი

19:00-21:00 – უნიონში მოქმედებს 1+1 შერჩეულ კოქტეილებზე

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
 

როგორ დაჯავშნოთ მაგიდა ჯაზის საღამოსთვის უნიონ ჯაზ ბარში?

თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა და უზრუნველყოთ იდეალური ადგილი ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოსთვის.

როგორ მუშაობს ჯავშანი დეპოზიტით?

  1. განსაზღვრეთ სტუმრების რაოდენობა - გთავაზობთ მაგიდებს 4, 3 ან 2 სტუმრისთვის.
  2. ფასი შედგება დეპოზიტისგან, რომელის ღირებულებაა 60 ლარი ერთ ადამიანზე. ამ თანხის დახარჯვა შესაძლებელია მენიუდან ნებისმიერ პოზიციაზე - კერძებსა თუ სასმელზე.
  3. მობრძანდით და ისიამოვნეთ! – თქვენი მაგიდა დაჯავშნილია და გელოდებათ ცოცხალი ჯაზის, საფირმო კოქტეილების და დახვეწილი სამზარეულოს საღამო.

მნიშვნელოვანია: ჩვენ არ ვყიდით კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს. ეს ჯავშანი დეპოზიტით გარანტიას გაძლევთ რომ დაგხვდებათ თქვენი მაგიდა. მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ თქვენს დეპოზიტს დახარჯვთ მენიუდან ნებისმიერ პოზიციაზე - კერძებსა თუ სასმელზე.

ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ჯავშნისა და დეპოზიტის გარეშე და დატკბეთ ჯაზის ატმოსფეროთ ბართან.

დაჯავშნეთ მაგიდა ახლავე და შეიგრძენით ჯაზის მაგია!

ფოტო და ვიდეო

სოფიო მურუსიძის კვარტეტი

ადგილი