პარასკევს, 19 იანვარს, 19:00 საათზე მწერლების ბარში წარმოგიდგენთ ქართული ინოვაციური სწრაფი კვების კონცეფციას KUSA FOOD BALLS. საღამოს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ახალი ქართული ნაწარმი.
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.