მენიუ
კურტ ელინგი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
2024 წლის 19 მაისს ჯ.კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ, გრემის ჯილდოს 2 გზის მფლობელი ამერიკელი მომღერლის, კურტ ელინგისა და მისი ბენდის კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. 25 წლიანი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში ელინგმა მოიპოვა 3 „ვოკალური ჯაზის პრიზი“ საფრანგეთში, 2 „ექოს პრიზი“ გერმანიაში, 2 „ედისონის პრემია“ ნიდერლანდებში და 16 გრემის ნომინაცია. 14 წლის განმავლობაში მისი სახელი თავში ედგა კრიტიკოსთა და მსმენელთა გამოკითხვების ჩამონათვალს და მან მოიგო ჯაზის ჟურნალისტთა 12 პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ვოკალისტი“.