კუპატას თავგადასავალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კუპატას თავგადასავალი

კუპატას თავგადასავალი

კუპატას თავგადასავალი
68, Dimitri Uznadze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

აღწერა

ავტორი - გიორგი კეკელიძე 

რეჟისორი - ლაშა შეროზია

მხატვარი - ვახო ქორიძე

კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

პროექცია - არჩილ კუხიანიძე 

მსახიობები - თორნიკე ბელთაძე, შალვა ანთელავა, კახა ჭოლაძე, გიგა ჯიშკარიანი, ანკა ხურციძე, ანი ამინაშვილი

 

სპექტაკლი ეფუძნება ბათუმში მცხოვრები ძაღლის – კუპატას ისტორიას, რომელიც იქცა ადამიანური სიკეთის, თანაგრძნობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ.
 

პროექტის მიზანია თეატრალური ხელოვნების საშუალებით მოზარდი მაყურებლის ღირებულებითი აღზრდა, მათში ჰუმანური დამოკიდებულებების, ემპათიისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება. სპექტაკლი ხელს უწყობს ცხოველებისადმი ეთიკური დამოკიდებულების პოპულარიზაციას და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ადამიანისა და გარემოს ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე.
 

სპექტაკლი წარმოადგენს ლიტერატურული ტექსტისა და რეალური ამბების სინთეზს, რომელიც ადაპტირებულია მოზარდი მაყურებლის ასაკობრივ თავისებურებებზე.

ფოტო და ვიდეო

კუპატას თავგადასავალი

ადგილი

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც დაარსდა 1885 წელს, არის აფხაზეთიდან დევნილთა დასი. მდებარეობს თბილისში თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება