„კრემულატორი“ — მაქსიმ დიდენკოს გახმაურებული პრემიერა ბერლინში, რომელიც შექმნილია საშა ფილიპენკოს ახალი რომანის მიხედვით, მთავარი როლის შემსრულებელია მაქსიმ სულხანოვი.
სიუჟეტის საფუძველს რეალური ისტორია წარმოადგენს — ეს არის პირველი საბჭოთა კრემატორიუმის დირექტორის ამბავი, რომელმაც გაიარა გზა თეთრგვარდიელი ოფიცრობიდან და პარიზული ემიგრაციიდან სტალინური რეპრესიების თანამონაწილეობამდე და საბოლოოდ — საკუთარი დაპატიმრებამდე. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის სიყვარულის ისტორიაც. სპექტაკლის სცენოგრაფიამ და მულტიმედიურმა გადაწყვეტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ევროპულ თეატრებში. მუსიკა სპექტაკლისთვის დაწერა ცნობილმა ავანგარდისტმა კომპოზიტორმა სერგეი ნევსკიმ.