წითელქუდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
წითელქუდა

წითელქუდა

წითელქუდა
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 22
advertising
ქართული

განრიგი

05.07.2025
შაბათი
13:00
22

აღწერა

აღწერა„წითელქუდა“ - სახელგანთქმული ფრანგი მწერლის, შარლ პეროს ყველა ბავშვისათვისათვის კარგად ნაცნობი ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე თამაშდება. ბებიასთან მისასვლელ გზაზე პატარა წითელქუდას მრავალი ფათერაკი ელის, მშიერი მელა და მგელი გოგონას ხელში ჩაგდებას ათასგვარი ხერხით ცდილობენ, წითელქუდა მარტო არ არის, მას ჩიტუნები და ბაჭია ეხმარებიან. პატარა მაყურებელს დიდი სიამოვნება ელის.
 

ასაკობრივი შეზღუდვა 3+

ფოტო და ვიდეო

წითელქუდა

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება