ურჩხული და მზეთუნახავი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ურჩხული და მზეთუნახავი

ურჩხული და მზეთუნახავი

ურჩხული და მზეთუნახავი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ქართული

აღწერა

საბალეტო კამერული დასი 20  და 21თებერვალს წარმოგიდგენთ ბალეტ ,,ურჩხულს და მზეთუნახავს ”, შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით, გრიბოედოვის თეატრში. ზღაპრის სიუჟეტი მრავალი თაობისთვის არის საყვარელი. ეს არის ჯადოსნური ისტორია სიყვარულის ძალაზე და სასწაულებზე, რომელსაც სიყვარული ახდენს.

პრინცი ქედმაღლობის გამო ურჩხულად გადაიქცა და ადამიანური სახე მას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ ვინმეს შეუყვარდება და თავად ისწავლის სიყვარულს. წარმოუდგენელი თავგადასავლები და გაცოცხლებული საყვარელი გმირები , მაყურებელს ჯადოსნობითა და საიდუმლოებით სავსე ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ.

კამერული ბალეტის ყოველი სპექტაკლი არის რეჟისორის ფანტაზიისა და სპეცეფექტების , ნათელი სცენების, ლამაზი კოსტიუმებისა და განუმეორებელი სცენოგრაფიის ფოიერვერკი...
მაყურებელს გელით დაუვიწყარი საღამო !

საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ უგრეხელიძე.

ფოტო და ვიდეო

ურჩხული და მზეთუნახავი

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება